17:57 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-04 15:13:17, 1211 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - ინფლაცია ფიქსირდება იმ პროდუქციის გამო, რომელიც არის იმპორტული

„ინფლაცია ფიქსირდება იმ პროდუქციის გამო, რომელიც არის იმპორტული“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე მიზეზია მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა.

„მე მინდა გითხრათ, რომ ძირითადად ინფლაცია ფიქსირდება იმ პროდუქციის გამო, რომელიც არის იმპორტული.

ამას აქვს თავისი მიზეზები. პირველი და მთავარი ეს იყო ლარის გაუფასურება წლის დასაწყისში და თქვენ ხედავთ, რომ ამ თვალსაზრისით უკვე პრობლემა მეტნაკლებად აღმოფხვრილია და ლარის კურსი სტაბილურდება, მყარდება და ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე ამ იმპორტულ საქონელზეც, ამ მიზეზის გამო გამოწვეული ფასის ზრდა შემცირდება.

მეორე მიზეზია მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა და ზოგადად ამ თვალსაზრისით ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელიც შეეხება იმპორტის ჩანაცვლებას და იმპორტის ჩამნაცვლებელი ჩვენი ადგილობრივი წარმოების წახალისებას სპეციალური პროგრამებით - გრანტები, სუბსიდიები და საბოლოო ჯამში ყველგან, სადაც გვაქვს პოტენციალი თვითონ ვაწარმოოთ და იმპორტული საქონელი შევამციროთ ჩვენს ბაზარზე, სწორედ ასეც მოხდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics