19:01 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-04 12:42:49, 732 ნახვა

კომენტარი
თამარ გაბუნია ვაქცინაციის საიტზე - დაზიანება მეტად კომპლექსური იყო, ვიდრე თავიდანვე შეფასდა

„დაზიანება მეტად კომპლექსური იყო, ვიდრე თავიდანვე შეფასდა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ხარვეზები ისევ არის და ტექნიკური ჯგუფი მუშაობს.

„24-საათიან რეჟიმში მუშაობს ტექნიკური ჯგუფი. გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა, ბოლომდე ჯერჯერობით ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა.

მუშაობა გრძელდება და როგორც კი დასრულდება აღდგენითი სამუშაოები, მოსახლეობა ამის შესახებ დაუყოვნებლივ მიიღებს ინფორმაციას.

გუშინდელი ინფორმაციით, რამდენიმე საათი მოითხოვეს ტექნიკოსებმა, იმისთვის რომ ხარვეზი აღმოფხვრილიყო.

როგორც ჩანს, დაზიანება მეტად კომპლექსური იყო, ვიდრე თავიდანვე შეფასდა.

ამდენად, ჯერჯერობით პროცესი მიმდინარეობს, ჩემთვის რთულია ზუსტი ვადების დასახელება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სომხეთის თანამშრომლობა აშშ-სთან და ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული - მირზოიანი
საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics