03:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-24 15:24:31, 1092 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილ ექიმს, ნაბრი მიქელაძეს 80 წლის იუბილე მიულოცა

ღვაწლმოსილ ექიმს, ნაბრი მიქელაძეს 80 წელი შეუსრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარესთან, ილია ვერძაძესთან ერთად, ღვაწლმოსილ ექიმს იუბილე მიულოცა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

,,მადლობას მოგახსენებთ ჯანმნრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისა და არაერთი გადარჩენილი სიცოცხლისთვის. თქვენ გაწეული საქმით შეძელით და მიხარია, რომ უკან გიბრუნდებათ საზოგადოების სიყვარული, პატივისცემას და მადლიერება. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღს, გისურვებთ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს!“ - განაცხადა სიტყვით მიმართვისას მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

ცნობისთვის, ნაბრი მიქელაძე 1941 წლის 24 ივნისს, ქალაქ ბათუმში დაიბადა. 1964 წელს სანქტპეტერბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ, პროფესიულ საქმიანობას 50 წლის განმავლობაში ეწეოდა ბათუმისა და კიევის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ღვაწლმოსული ექიმი აქტიურ პროფესიულ საქმიანობას 2014 წლიდან აღარ ეწევა.

ნაბრი მიქელაძის საიუბილეო ღონისძიება აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრში გაიმართა, შეხვედრას მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics