|
2015-02-02 09:43:07, 1198 ნახვა
სამართალი
ინტერპოლის თანამშრომლებმა სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის ყოფილი მოადგილე დააკავეს
საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და ბრიუსელის ინტერპოლის ბიუროს თანამშრომლობის შედეგად, 1968 წელს დაბადებული ვიქტორ ჭელიძე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება 2000-2005 წლებში მუშაობდა ქალაქ ფოთში დისლოცირებული სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის მოადგილედ ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის დარგში. აღნიშნულ პერიოდში მან არაერთხელ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და სახელმწიფო ქონებას უკანონოდ ასხვისებდა. უწყების ცნობით, ვიქტორ ჭელიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი: მითვისება ან გაფლანგვაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სამსახურებრივ სიყალბეში, სამხედრო ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურებასა და სამხედრო ქონების შენახვის წესის დარღვევაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)