|
2021-06-22 19:46:32, 1031 ნახვა
კომენტარი
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - სამარცხვინოა, როდესაც კრიმინალური ქმედების ჩამდენი პირის გამართლებას ცდილობთ
„სამარცხვინოა, როდესაც კრიმინალური ქმედების ჩამდენი პირის გამართლებას ცდილობთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან პასუხის დროს განაცხადა. მან ასევე კადრები ყველამ იხილა პირდაპირ ეთერში. „უამრავ განვითარებულ ქვეყანაშია იმუნიტეტი, ეს მაინც წაიკითხეთ უპრაგონოდ რომ ისვრით სიტყვებს. იმუნიტეტის მთავარი დანიშნულებაა პარლამენტის წევრის დამოუკიდებლობის გარანტიები სხვა შტოსგან, რომ შეუფერხებლად განახორციელოს საქმიანობა. ამ ტყუილით ცდილობთ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ. სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაო, მგონი სამარცხვინოა იმის გამეორება, კრიმინალური ქმედების ჩამდენი პირის გამართლებას რომ ცდილობთ. ეს კადრები ყველამ იხილა პირდაპირ ეთერში, პასუხისმგებლობის მქონე პირები რომ იყოთ, აქ კი არ შეასხამდით ხოტბას, არამედ გაემიჯნებოდით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)