|
2015-02-01 10:37:08, 1162 ნახვა
სამართალი
შსს-მ ქურდობის ფაქტზე ერთი პირი ამხილა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რევაზ ს. ქურდობის ფაქტზე ამხილეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რევაზ ს-მ ადიგენის რაიონის სოფელ ვარხანში გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, 5 მეტრი სიგრძის, 44 ცალი დასაწყობებული ნაძვის ხის სამასალე მერქანი მოიპარა, რომლის ნაწილიც იქვე მდებარე ხის გადამამუშავებელ სახერხ საამქროში გადაამუშავა. სამართალდამცველებმა მოპარული ხის მორები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)