08:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-05 10:26:35, 900 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

შუახევის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

პირველი შეხვედრა დაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობასთან გაიმართა, რომელსაც შუახევის მერი მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ზოიძე, მერიის ეკონომიკის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით დავითაძე და მერის წარმომადგენელი დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში გია დავითაძე ესწრებოდნენ.

ომარ ტაკიძემ მოსახლეობას, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დეტალები, პრიორიტეტები და თანხის განაწილების პრინციპები გააცნო, რის შემდეგ ადგილობრივებმა მათთვის პრობლემური საკითხები განიხილეს და ძირითადი პრიორიტეტები დაასახელეს.

მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტულ საკითხებად აირჩია: სანიაღვრე არხის მოწყობა, გარე განათების კეთილმოწყობა, სასაფლაოების შემოღობვა, საცალფეხო ბილიკის მოწყობა, წისქვილის, სასმელი წყლის რეაბილიტაცია და ბეტონის საფარის მოწყობა. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მომდევნო დღეებში გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics