16:07 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 22:53:09, 522 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე 27 წლის ექთანზე: პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად Მძიმეა - შემდეგი 24 საათი კრიტიკულად მნიშვნელობანია

„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად Მძიმეა - შემდეგი 24 საათი კრიტიკულად მნიშვნელობანია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პაციენტს ჩაუტარდება საჭირო კვლევები და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკაში შევა ცვლილება.

„კონსილიუმს ესწრებოდა ყველა ექიმი, ასევე იყო ის ექიმიც ვინც პაციენტს გაუწია ადგილზე სამედიცინო დახმარება, ჩვენ მოვისმინეთ რა ქმედება იყო განხორციელებული პაციენტის მიმართ.

ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარება შეფასებულია შოკის კლინიკით, მისი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, ამ ეტაპზე უტარდზე ყველა საჭირო კვლევა, რომელიც მისი მკურნალობის ტაქტიკის შესამუშავებლად იქნება საჭირო.

ექიმებმა მიიღეს გარკვეული გადაწყვეტილებები, კვლევების პასუხების შემდეგ თუ საჭირო გახდება შეტანილი იქნება შესაბამისი ცვლილებები. შემდეგი 24 საათი არის კრიტიკულად მნიშნელოვანი პაციენტის დინამიკის განვითარებისთვის და უნდა დაველოდოთ შემდეგ მოვლენებს“ , - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის მედდას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ გვერდითი რეაქცია, სავარაუდოდ კი ანაფილაქსიური შოკი დღეს დაუფიქსირდა. ექთანი რამდენიმე წუთის წინ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics