|
2021-03-12 16:25:47, 565 ნახვა
რეგიონი
აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება
მიმდინარე წელს, აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება. მთიანაჭარაში სერვისის განვითარება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2021 წლის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უწყება მთავარ აქცენტს ინდივიდუალური სატრენინგო პროგრამების, პრაქტიკული ვიდეოგაკვეთილების მომზადებასა და სერვისის ონლაინპლატფორმის გაძლიერებაზე გააკეთებს. წელს, პრიორიტეტული იქნება სერვისის გაუმჯობესება მთიანაჭარაში, სადაც საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული, ინდივიდუალური ტრენინგებისა და მასტერკლასების ჩატარება იგეგმება. გიდებისა და ტურისტული სააგენტოების მხარდაჭერის მიზნით კი დეპარტამენტი ახალი პროექტების განხორციელებას აპირებს. დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ ტრენინგებზე, სემინარებსა თუ მასტერკლასებზე დარეგისტრირება მსურველებს ონლაინ ახალ, ვებ-პლატფორმაზე შეეძლებათ, სადაც ტრენინგების განრიგთან ერთად ხელმისაწვდომი იქნება ყველა ვიდეოგაკვეთილი, სახელმძღვანელო თუ სატრენინგო მასალა, რასაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიზნით რეგიონში ანხორციელებს. ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია ტურისტული სექტორისთვის მარტის ბოლოს იგეგმება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)