|
2021-03-03 17:57:01, 658 ნახვა
რეგიონი
შუახევში დედის დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ომში დაღუპულთა ოჯახებს საჩუქრები გადასცეს
დედის დღესთან დაკავშირებით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან, მოადგილე რუსუდან შვაძესთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ოჯახებს ეწვია. ხელმძღვანელმა პირებმა, აგვისტოს ომში დაღუპულ, სოფელ ბუთურაულში იაგო მიქელაძის დედას ეთერ მიქელაძეს, ბარათაულში ამირან მამალაძის დედას მარინა მიქელაძეს, აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ფრიდონ მახარაძის დედას გუგული მახარაძეს, დედის დღე მიულოცეს და სიმბოლირი საჩუქარი გადასცეს. ,,გაზაფხულის ამ ლამაზ დღეს ვულოცავ ყველა ქალბატონს, მომავალ დედებს. ქედს ვიხრით თქვენი ფასადაუდებელი ღვაწლისა და მისიის წინაშე. მუდამ შემართებით, სითბოთი და სიყვარულით გეკეთებინოთ ის დიდი და კეთილი საქმე, რომელსაც მომავალი თაობის ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბება ჰქვია. განსაკუთრებით კი მინდა მივულოცო ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების დედებს და მადლობა გადავუხადო გმირი შვილების გაზრდისთვის“, - განაცხადა ომარ ტაკიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)