|
2021-03-01 11:19:22, 524 ნახვა
კომენტარი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინაზე წვდომა
ყველაფერს გავაკეთებთ ჯანმოსთან ერთად, რათა საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ევროპა გააგრძელებს კორონავირუსის პირობებში საქართველოს ძლიერი სოლიდარობა აჩვენოს. „კოვიდ 19“-ის პირობებში ევროპამ აჩვენა და ისევ გააგრძელებს, დაანახოს საქართველოს მისი ძლიერი სოლიდარობა. ჩვენ გავაკეთეთ დაახლოებით 400 მილიონი ევროს მობილიზება, რათა მოხდეს ამ კრიზისის დაძლევა. ახლა ვაქცინაცია არის მთავარი გამოწვევა. ევროკავშირი არის მთავარი დონორი „კოვაქს“ პროგრამის, რისი წყალობითაც იმედი მაქვს, ამ ქვეყანაშიც იქნება ვაქცინების დისტრიბუცია. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს მალე ჰქონდეს დოზებზე წვდომა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად", - განაცხადა შარლ მიშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)