|
2021-02-27 15:06:32, 682 ნახვა
რეგიონი
სამუშაო შეხვედრა სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებთან
1 მარტს, შუახევის სკოლამდელ დაწესებულებებში შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტის 13-ვე საბავშვო ბაღში განახლდება, ხოლო ალტერნატიულ ჯგუფებში სწავლა 15 მარტს დაიწყება. სააღმზრდელო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, ბაგა-ბაღების დირექტორებთან და ექთნებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში - ფრიდონ ფუტკარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ნათელა გოგიტიძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები განიხილეს. უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვით სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის წარმართვა, სამედიცინო პროტოკოლის დაცვა, საკვები პროდუქტები, მენიუ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სრულ მზადყოფნაში არიან. მიმდინარე კვირიდან ბაგა-ბაღების გაერთიანება, შესაბამის სამსახურებთან ერთად სისტემატურად განახორციელებს მონიტორინგს. სამედიცინო პროტოკოლით მოხდება ბაგა-ბაღების თანამშრომლების ტესტირება ორ კვირაში ერთხელ. შეხვედრის პარალელურად, დღეს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზებით, დაბა შუახევის რაიონულ ჰოსპიტალში ბაგა-ბაღის თანამშრომლების ტესტირება მიმდინარეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)