|
2015-10-06 17:44:34, 914 ნახვა
სამხედრო
სამხედრო ჰოსპიტალში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ტრენინგი ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციის წარმომადგენლებმა ჰოსპიტალის სამედიცინო და ადმინისტრაციულ პერსონალს საკანონმდებლო ცვლილებები და ევროკავშირის რეკომენდაციები გააცნო. შეხვედრაზე ასევე პერსონალურ მონაწემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო კონვენციებით დადგენილი მოთხოვნები განიხილეს. მონაწილეებმა პრაქტიკულ მაგალითებზე, სხვა ქვეყნებში არსებულ მდგომარეობასა და მათ გამოცდილებაზეც იმსჯელეს. ინსპექციის აპარატის პროექტების მენეჯერის ნატალია მიქელაძის განცხადებით, ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მოქალაქეებისთვის უფლებებისა და დაცვის სამართლებრივი მექანიზმების ცოდნა აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)