|
2021-02-13 10:12:23, 3757 ნახვა
ომი უკრაინაში
ტედროს გებრეიესუსი - მოვიპოვეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც კორონავირუსის წარმოშობის გაგებასთან გვაახლოებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოიპოვეს დამატებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც კორონავირუსის წარმოშობის გაგებასთან აახლოვებთ. მისი თქმით, აგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ ვირუსის წარმოშობასა და გავრცელებასთან დაკავშირებით ყველა არსებულ კითხვას გაეცეს პასუხი. „წამოიჭრა რამდენიმე კითხვა იმის თაობაზე, გაუქმდა თუ არა ზოგიერთი ჰიპოთეზა ვირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით. მინდა დავადასტურო, რომ ყველა ჰიპოთეზა ღიად რჩება და საჭიროებს შემდგომ ანალიზსა და შესწავლას. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მისია ვერ მოძებნიდა ყველა პასუხს, მაგრამ მას დაემატა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ვირუსის წარმოშობის გაგებას გვაახლოებს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმ ინფორმაციის მისაღებად, რაც საჭიროა იმ კითხვებზე პასუხის გასაცემად, რომელზეც ჯერ კიდევ პასუხის გაცემაა საჭირო“, - განაცხადა ტედროს გებრეიესუსმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)