|
2021-02-12 16:49:27, 682 ნახვა
რეგიონი
დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღში სამზარეულოსა და სამრეცხაოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებში კომფორტული ინფრატსრუქტურის შექმნა აქტიურად გრძელდება. დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღში სამზარეულოსა და სამრეცხაოს რეაბილიტაცია უტარდება. პროექტისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 72 000 ლარი გამოჰყო. ინფრატსრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო. აღსანიშნავია, რომ წინა წელს მუნიციპალიტეტმა ბაღის შენობის საძირკველსა და კედლებს გამაგრებითი სამუშაოები განახორციელა. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საბავშვო ბაღებში თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა კვლავ აქტიურად გრძელდება. დღეს დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღში ვიმყოფებოდით სადაც სამზარეულოსა და სამრეცხაოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ წინა წელს ბაღის შენობას გამაგრებითი სამუშაოებიც ჩაუტარდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი დიდ ყურადღებას აქცევს სკოლამდელ განათლებას და ვცდილობთ ჩვენს პატარებს სწავლისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემო შევუქმნათ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)