|
2015-10-05 19:15:09, 419 ნახვა
პოლიტიკა
„თავისუფალი ზონისა“ და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ივანიშვილს შეძახილებით მიმართავენ
ყოფილი პრემიერ მინისტრ ბიძინას ივანიშვილის რეზიდენციასთან „თავისუფალი ზონის“ წევრები აქციას მართავენ. ისინი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც პარლამენტთან დაკავებულ „თავისუფალი ზონის“ სამ წევრს პატიმრობა შეეფარდა. აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას, ასევე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე ზეწოლის შეწყვეტას ითხოვენ. „ ჩვენ ვაპროტესტებთ „თავისუფალი ზონის“ წევრები, ქუთაისელი აქტივისტების დაპატიმრებას, ეს არის უკანონო, თუნდაც იმიტომ, რომ პიჯაკის მცირე შემოხევის გამო შვიდი წელის თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ მაშინ, როდესაც ჩიორა თაქთაქიშვილისთვის ცხვირის მტეხავი და „ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნუგზარ წიკლაურის თავის გამტეხავი ადამიანი მცირე ჯარიმით შემოიფარგლა, ან სულაც დაუსჯელი დარჩა. ვითხოვთ, რომ სამი ახალგაზრდა გაათავისუფლონ, შეწყდეს ზეწოლა „რუსთავი2“-ის მიმართ“, _ განაცხადა „ექსპრესნიუსთან“ თავისუფალი ზონის წევრმა ალექსანდრე კვახაძემ. აქციის მომაწილეები ბიძინა ივანიშვილს შეძახილებით მიმართავენ: “დიქტატორო შენი დღე წასულია“, „მოშორდი ქვეყანას, წადი რუსეთში“, „ღორო“, „რუსთავი 2“-ს არ შეეხოთ“ და ა.შ. რეზიდენციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც არიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია .
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)