|
2015-10-05 15:39:10, 370 ნახვა
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობა“ ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციას გამართავს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლების გათავისუფლების და მედიაზე ზეწოლის შეწყვეტის მოთხოვნით აქციას გამართავს. აქცია სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან 19 საათზე გაიმართება. როგორც „ექსპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს საპროტესტო აქცია ბიძინა ივანიშვილის სახლთან არის დააანონსებული. „მიზანი და მოთხოვნაა, გამოუშვან ქუთაისში უკანონოდ დაკავებული სამი ახალგაზრდა და შეწყდეს მედიაზე ზეწეოლა. ეს იქნება დღევანდელი აქციის მთავარი მესიჯი“, - აცხადებენ პარტიაში. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულ "ნაციონალური მოძრაობის" და „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლების სასამართლო პროცესი დასრულდა. სასამართლომ ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძეს და კახა გაბუნიას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)