|
2015-10-03 20:45:40, 1260 ნახვა
კომენტარი
გრეგორი სურკისი: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დამაფიქრებელია
„მოვლენები, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების ირგვლის არის განვითარებული დამაფიქრებელია“,-ამის შესახებ UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტმა გრეგორი სურკისმა განაცხადა. სურკისის თქმით, ის იმედს იტოვებს რომ ფედერაციის მომავალი ხელმძღვანელობა, ისევე, როგორც დარბაზში შეკრებილი ყველა პიროვნება, ითვალისწინებს UEFA-ს პოლიტიკას, ევროპის ყველა კუთხეში ბალანსირებული ფეხბურთის განვითარების და ხელს შეუწყობს ფეხბურთისთვის კარგი მომავლის შექმნას. „დღეს თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გიწევთ და მე არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ თქვენთვის რჩევის მოცემას. მხოლოდ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ფედერაციის მომავალი ხელმძღვანელობა, ისევე, როგორც დარბაზში შეკრებილი ყველა პიროვნება, ითვალისწინებს UEFA-ს პოლიტიკას, ევროპის ყველა კუთხეში ბალანსირებული ფეხბურთის განვითარების და ხელს შეუწყობს ფეხბურთისთვის კარგი მომავლის შექმნას. ფეხბურთმა უნდა გაგვაერთიანოს და სიხარული მოგვანიჭოს და არა პირიქით, გაგვხლიჩოს და ბოროტება დათესოს. ის მოვლენები, რაც ხდებოდა თბილისში, ვფიქრობ, დაფიქრებას საჭიროებს“,-განაცხადა გრეგორი სურკისმა. ამასთან, UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებს მოუწოდა, რომ დარბაზიდან გასვლის შემდეგ მტრებად არ დარჩნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)