19:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-03 13:41:33, 598 ნახვა

საზოგადოება
შოთა არველაძესა და რომან ფიფიას შორის დაპირისპირება მოხდა

შოთა არველაძესა და „დინამოს“ პრეზიდენტ რომან ფიფიას შორის დაპირისპირება მოხდა.

რომან ფიფია ჟურნალისტებთან აცხადებდა, რომ რეზი არველაძეს დელეგატები ჩაკეტილი ყავს და საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღების საშუალებას არ აძლევს. 

ფიფიას შოთა არველაძემ უპასუხა და უთხრა, რომ ცრუობს. არველაძემ ფიფია იმ ოთახთან მიიყვანა, სადაც რეზი არველაძე დელეგატებთან ერთად იმყოფებოდა და უთხრა, რომ იქ მათ ძალით არავინ აკავებდა. მან „დინამოს“ პრეზიდენტს დელეგატების ჩაკეტვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე პასუხიც მოსთხოვა.

პროცესი ხმაურისა და ხმამაღალი შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა. არველაძის მხარდამჭერებმა ფიფიას მატყუარა უწოდეს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. 

ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ამ დრომდე არ დაწყებულა.

საარჩევნო ყრილობა 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics