|
2015-01-30 10:31:52, 791 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრმა რიგაში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური რიგაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მინისტერიალს დაესწრო და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა. შეხვედრაზე მიგრაციის, სამართალდაცვით სფეროში გასატარებელი რეფორმების, ტერორიზმის სამართლებრივი ასპექტები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები კვიპროსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ სოკრატეს ჰასიკოსთან, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრ იოანა მიქლ–ლაიტნერთან, ფინეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ფეივი რესენენთან, პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო მდივან პიოტრ სტახანჩიკთან, პორტუგალიის შიდა ადმინისტრაციის მინისტრ ანაბელა როდრიგესთან, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერ, შიდა უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრ ეტიენ შნაიდერთან, ბელგიის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრ ჟან ჟამბონთან, გერმანიის ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრ თომას დე მაზიერთან, კვიპროსის რესპუბლიკის იუსტიციის და საზოგადოებრივი წესრიგის მინისტრ იონას ნიკოლაუსთან და ნიდერლანდების სამეფოს სახელმწიფო მდივანთან და უსაფრთხოების მინისტრთან ფრედრიკ ტეევენთან. ორმხრივ შეხვედრებზე მხარეებმა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერაზე და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციაში, რომელსაც მინისტრი ხელმძღვანელობს, მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი შალვა კვინიხიძეც შედიან.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)