06:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-13 23:08:30, 845 ნახვა

კომენტარი
გიგა ბოკერია - ივანიშვილს აქვს ყნოსვა, რომ ქვეყანა დიდ შარშია და თავისი ჭკუით დაიტოვა გასარიდებელი გზა

„ივანიშვილს აქვს ყნოსვა, რომ ქვეყანა დიდ შარშია და თავისი ჭკუით დაიტოვა გასარიდებელი გზა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილს ქვეყნის მართვა არასდროს უნდოდა, რადგან ეზარებოდა.

„საერთოდ არც კი განვიხილავ ივანიშვილი მიდის თუ არა, მართვა მას არც არასდროს უნდოდა, იმიტომ, რომ ეზარება, მაგრამ კონტროლი ყველა შტოზე მას ჰქონდა და აქვს. მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რატომ გააკეთა ეს.

მას აქვს ეს ყნოსვა, რომ დიდ შარშია ქვეყანა და ის, რომ რისკები დიდია და მან უნდა დაიტოვოს გზა, თავისი ჭკუით, გასარიდებლად, ეს ნაბიჯია ეს“, - განაცხადა გიგა  ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics