|
2015-10-01 15:27:21, 416 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ჯონ მაკკეინს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი შეერთებული შტატების სენატში არიზონას შტატის სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო - ამერიკის მეგობრული ურთიერთობები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე და მისი შესრულების მნიშვნელობაზე გაკეთდა. სასაუბრო თემებს შორის იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთაშორისო მისიებში წარმატებული მონაწილეობა. სენატორმა მაკკეინმა ხაზგასმით აღნიშნა ქართული კონტრიბუციის მნიშვნელობა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში. არიზონას სენატორმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა და ყურადღება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებისა და გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯონ მაკკეინს თანადგომისათვის და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გაწეული მხარდაჭერისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)