|
2015-10-01 10:45:57, 551 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოში პილიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა არიან მსჯავრდებულები, რომლებსაც პოლიტიკური წარსული ჰქონდათ. ამის შესახებ პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოში დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა. "მე არ მაქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, შესაბამისად, მე კანონებს ვერც ვწერ, ვერ ვიღებ, მე მათ მხოლოდ ვეტოს ვადებ ხოლმე, როდესაც ამის შესაძლებლობა მაქვს. კანონი პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით არ ვიცი რომ იხილებოდეს, პარლამენტში თუ არის ასეთი ინიციატივა. მაგრამ, როდესაც ჩვენ ვამბობთ სიტყვას - პოლიტპატიმარი, ჩემთვის ეს არის ძალიან მძიმედ გასაგონი სიტყვა და მე ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები. საქართველოში არიან პატიმრები, რომელთაც ჰქონდათ პოლიტიკური წარსული, აქვთ პოლიტიკური აწმყო. ეს საკითხები გადაწყდება ქართული სასამართლოს შიგნით, სრულიად გამჭვირვალე პროცესის შედეგად", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)