|
2015-09-30 15:15:51, 567 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრის გადაწყვეტილებით, ე.წ. ნარუშილოვკები ძალას კარგავს
2009 წლის სრულიად საიდუმლო ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული "საგზაო მოძრაობის წესებით გათვალისწინებული აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი საშვი“ - ე.წ. „ნარუშილოვკები“ ძალას კარგავს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რამდენიმე წუთის წინ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, 2009 წლის სრულიად საიდუმლო ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული სპეციალური საშვები ძალადაკარგულად გამოცხადდა. "შესაბამისად, ჩემი დავალებით, აღნიშნული საშვები მფლობელებს ჩამოერთმევა და განადგურდება",- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა და აქვე დასძინა, რომ ახალი სრულიად საიდუმლო ბრძანება რამდენიმე დღეში ამოქმედდება და მოაწესრიგებს როგორც საშვების გაცემის, ისე მათი გამოყენების კონტროლისა და, საჭიროების შემთხვევაში, მათი ჩამორთმევის წესს. "გამკაცრდება რეგულაციები და ჩამოყალიბდება ეფექტური მონიტორინგის ქმედითი სისტემა",- აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)