18:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 14:56:34, 561 ნახვა

საზოგადოება
გორში 480 დევნილი ოჯახისათვის 8 ათ სართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა გორში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მასშტაბური მშენებლობის დაწყებას ჩაუყარა საფუძველი. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, გორში, მოსკოვის ქუჩაზე, 8 ათ სართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც ბინას 480 დევნილი ოჯახი მიიღებს.

რვავე კორპუსის მშენებლობა ერთდროულად დაიწყება. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტრანსმშენი“ ახორციელებს. სოზარ სუბარი გორის რაიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა და მასშტაბური მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 8 კორპუსის მშენებლობის დასრულების შემდეგ, გორის რაიონში ნგრევად შენობებსა და უმძიმეს პირობებში მცხოვრები დევნილების პრობლემა მოიხსნება. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი და გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics