|
2015-09-30 12:48:36, 476 ნახვა
პოლიტიკა
მეჭიაური საგანელიძეზე: წასულზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერი
„წასულზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერი“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიუარი დავით საგანელიძის საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად გადასვლას. როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, უმრავლესობის მომავალი ლიდერი მართლა ლიდერი უნდა იყოს. ამასთან, მეჭიაურის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტზე მისი კანდიდატურა არ განიხილება. „წასულზე უნდა თქვა ან კარგი ან არაფერი. ამ თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურა გამორიცხულია. უმრავლესობის მომავალი ლიდერი მართლა ლიდერი უნდა იყოს ან არაფერი გააფუჭოს", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. ცნობისთვის, უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს. შეგახსენებთ, უმრავლესობის ლიდერობის მთავარი კანდიდატად ზვიად კვაჭანტირაძე განიხილება. დეპუტატმა მედიასთან უკვე დაადასტურა, რომ მას უმრავლესობის ლიდერობა პრემიერმა თავად შესთავაზა. ეს საკითხი საბოლოოდ პოლიტსაბჭოზე გადაწყდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)