08:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-23 12:54:45, 458 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: დღეს სასტუმროს კლინიკური სტატუსი აქვს და იგი წარმოადგენს შუალედურ რგოლს ბინასა და ჰოსპიტალში მკურნალობას შორის

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა  ეკატერინე ტიკარაძემ   COVID-19 ის მართვაში ჩართულ სასტუმროებზე ისაუბრა.

ეკატერინე ტიკარაძეს თქმით,ჯანდაცვის სამინისტრომ  ორგანიზებული, უსაფრთხო და გამართული პრაქტიკა დანერგა კლინიკურ სასტუმროში მკურნალობის სახით, სადაც ინფიცირებულებს ზედამხედველობას უწევენ კვალიფიციური ექიმები.მისი განცხადებით,კლინიკურ სასტუმროებში წარმოდგენილია ის მაღალტექნოლოგიური სამედიცნო აღჭურვილობა, რომლებიც საჭიროა შედარებით რთული მდგომარეობების მართვისთვის.   ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით , დღეისათვის კლინიკურ სასტუმროებში  9 500-მდე საწოლია მობილიზებულია.

„როგორც მოგეხსენებათ, წლის დასაწყისში, სასტუმრო მხოლოდ კარანტინისთვის და ცხელების  მქონე პირებისთვის გამოიყენებოდა. დღეს უკვე სასტუმროს კლინიკური სტატუსი აქვს და იგი  წარმოადგენს შუალედურ რგოლს ბინასა და ჰოსპიტალში მკურნალობას შორის. კლინიკურ სასტუმროებში წარმოდგენილია ის მაღალტექნოლოგიური სამედიცნო აღჭურვილობა, რომლებიც საჭიროა შედარებით რთული მდგომარეობების მართვისთვის. სწორედ სასტუმროებით არის ჩანაცვლებული ის „საველე ჰოსპიტლები“, რომლის გახსნისკენაც აქტიურად მოგვიწოდებდნენ კონკრეტული ჯგუფები. ჯანდაცვის სამინისტრომ კი ბევრად ორგანიზებული, უსაფრთხო და გამართული პრაქტიკა დანერგა კლინიკურ სასტუმროში მკურნალობის სახით, სადაც ინფიცირებულებს ზედამხედველობას უწევენ კვალიფიციური ექიმები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ კლინიკურ სასტუმროებში მედ-პესრონალს შორის ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი სტაბილურად დაბალ ნიშნულზეა. გაზაფხულის შემდეგ, სასტუმროში მედ-პერსონალის ინფიცირების სულ 3 ემთხვევა დაფიქსირდა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics