|
2020-12-15 16:26:13, 564 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია - პატარა სტაბილიზაცია, რომელსაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, შეზღუდვების შედეგია
„პატარა სტაბილიზაცია, რომელსაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, არის ცალსახად შეზღუდვების შედეგი და პირდაპირ დაკავშირებულია მობილობის რეგულირებასთან“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, ჯერ ადრეა სრულ სტაბილიზაციაზე საუბარი. „ბოლო პერიოდის განმავლობაში, უკიდურესი დატვირთვით მუშაობდა ჯანდაცვის სისტემა. რა თქმა უნდა, პატარა სტაბილიზაცია, რომელსაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, არის ცალსახად შეზღუდვების შედეგი და პირდაპირ დაკავშირებულია მობილობის რეგულირებასთან. ამდენად, რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური სექტორი, რომელიც უკიდურესად გადაღლილია ბოლო პერიოდის მოვლენებით, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დაინტერესებულია იმით, რომ ეს სიტუაცია შენარჩუნდეს და ჰქონდეთ, გარკვეულწილად, სტაბილიზაციის და იმ პირობებში მუშაობის გაგრძელების საშუალება, რისი შედეგიც და საშუალებაც ამ შეზღუდვების შედეგად შემთხვევების მცირედი კლების ტენდენციამ მოგვცა. რა თქმა უნდა, ჯერ ადრეა სრულ სტაბილიზაციაზე საუბარი, რადგან შეზღუდვები გრძელდება. მომდევნო ერთი კვირა, ათი დღე გარკვეულწილად საბოლოო სურათის დანახვის საშუალებას მოგვცემს და ამის მიხედვით უნდა ჩამოყალიბდეს გადაწყვეტილებები",- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)