09:50 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-14 20:01:13, 724 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე - ამ მძიმე ვითარებაში არ არის იმის დრო, ვინმემ იფიქროს რევოლუციურ სცენარზე

„ამ მძიმე ვითარებაში არ არის იმის დრო, ვინმემ იფიქროს რევოლუციურ სცენარზე“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებისთვის.

„მე არ მაინტერესებს ვინ უშლის ხელს მოლაპარაკებას. ვიცი "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდის, სხვა პოლიტიკური ძალების პოზიცია.

მქონდა "ლელოსთან" საუბარი და მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან.

არ განვიხილავთ სხვა არანაირ ვერსიას, მოლაპარაკებების გარდა. უნდათ შეკერონ რევოლუცია, არა, ბატონებო, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შეთანხმება. ამ მძიმე ვითარებაში არ არის იმის დრო, ვინმემ იფიქროს რევოლუციურ სცენარზე, გამორიცხულია. არ ყოფილა ამის არსად განხილვა.

ხუთშაბათს დაგეგმილი შეხვედრა სწორედ "ქართული ოცნების" განცხადებამ ჩაშალა, რამაც ძალიან დაამძიმა ფონი ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics