|
2015-09-28 17:16:56, 423 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში შეხვედრებს განაგრძობს
ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აზერბაიჯანელ კოლეგას, ელმარ მამედიაროვს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა კვლავ დაადასტურეს საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორული, კეთილეზობლური ურთიერთობა. გარდა ამისა, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ნორვეგიელ კოლეგას ბრიოგ ბრენდეს შეხვდა. დღესვე გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედა გამართა კოლეგებთან სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ივიცა დაჩიჩთან, ასევე კოლეგებთან ბურუნდიდან და ტრინიდადი და ტობაკოდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის პრემიერ-მინისტრის შინზო აბეს სახელით გამართულ მიღებასაც დაესწრნენ. საღამოს მონაწილეებს იაპონიის პრემიერმა მიმართა, მოგვიანებით კი საპატიო სტუმრებს შეხვდა. შინზო აბემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო უწყების ხელმძღვანელს ღონისძიებაზე სტუმრობისთვის და ხაზი გაუსვა იაპონიასა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)