|
2015-09-28 09:39:27, 493 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: რუსეთთან საუბარი აბსოლუტური აუცილებლობაა
„რუსეთთან საუბარი აბსოლუტური აუცილებლობაა, თუმცა ამ საუბრისთვის დრო უნდა მომწიფდეს“,-ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში ქართული დიასპორის წარმომადგენლის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს ეხებოდა. „რუსეთთან საუბარი არჩევანის თემა კი არ არის, მოგწონს თუ არ მოგწონს, არამედ რუსეთთან საუბარი აბსოლუტური აუცილებლობაა. თუმცა, ამ საუბრისთვის დრო უნდა მომწიფდეს, თვითონ რუსული პოლიტიკური ხელმძღვანელობა, შიდა პოლიტიკური დისკუსი რაღაცაზე უნდა იყოს ორიენტირებული, სადაც ჩვენ საერთოს დავინახავთ. არცერთი ეს ომი რუსეთისთვის არაფრის მომტანია, საქართველოს 20%-ის ოკუპირება რუსეთთან მიმართებაში არცერთ რუსულ პრობლემას არ წყვეტს,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ქართული დიასპორის წარმომადგენლებამ კითხვები პრეზიდენტ მარგველაშვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ორმაგ მოქალაქეობაზეც დაუსვეს. მარგველაშვილის განცხადებით, ქართული ემიგრაციისთვის ორმაგი მოქალაქეობის კარი ხსნილია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)