18:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-27 17:51:14, 622 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილმა ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით  ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, კახიშვილმა ეროვნული გმირის საფლავი გვირგვინით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის დაღუპული გმირის ოჯახის წევრებს შეხვდა.

 “ცამეტი თვე და ცამეტი დღე გრძელდებოდა ეს ბრძოლა და სამწუხაროდ სოხუმის დაცემით დასრულდა.  ჟიული შარტავას შეეძლო დაეტოვებინა სოხუმი, მაგრამ მან ეს არ გააკეთა და კიდევ ერთხელ დაარწმუნა ყველა რომ ღირსება უფრო მაღალია. დარწმუნებული ვარ, როგორც ბატონი ჟიული შარტავა იბრძოდა იმისთვის რომ საქართველო ყოფილიყო ერთიანი ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ერთიანი. აღსანიშნავია რომ ჟიული შარტავა იყო პირველი ეროვნული გმირი საქართველოს ისტორიაში და ჩვენ უფლება არ გვქონდა, ამ უმძიმეს დღეს, სოხუმის დაცემის დღეს არ მოვსულიყავით ეროვნული გმირის საფლავზე და ადამიანურად არ მოვფერებოდით მისი იჯახის წევრებს“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.

ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ის ოცდაათამდე თანამებრძოლთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics