18:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-27 13:30:34, 688 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომის 22 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა დავით ებრალიძემ და ანა დოლიძემ აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ ასევე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე. 

„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო ყველა ოჯახს, რომელთა შვილები გმირულად დაიღუპნენ ამ დღეს. ტრაგიკულის გარდა ეს დღე კონკრეტული ადამიანების გმირობის დღე იყო. სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს გამოასწოროს არსებული მდგომარეობა. ეს არ არის მარტო თავდაცვის სამინისტროს ფუნქცია. ეს არის მთელი ერის მოვალეობა, რათა ერთობლივად ვიმუშაოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მოვაგვაროთ პრობლემა,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ.

 მემორიალთან საზოგადოების წარმომადგენლები და დაღუპულთა ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics