|
2015-09-26 14:34:25, 590 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული გოგონას მდგომარეობა სტაბილურია
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული გოგონას მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სასწრაფო დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, გოგონა ქვემო კიდურის და ქალა ტვინის ტრავმით ამტელ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს (ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება). მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა გოგონას თბილისში, რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაეჯახა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)