07:48 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 20:37:27, 795 ნახვა

სამართალი
შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ოზურგეთში 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი: 1980 წელს დაბადებული დავით ბ, 1983 წელს დაბადებული ჯაბა ლ. და 1979 წელს დაბადებული დავით მ.  ჯგუფის მიერ  საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის  და ძალადობის ფაქტზე   დააკავეს.

უწყების ინფორმაციით,ოზურგეთში, აკაკის ქუჩაზე,  პოლიციის  ავტომანქანას ქვეითად მოძრავმა სამმა პირმა გზა გადაუჭრა და მოძრაობის საშუალება არ მისცა.  

"ავტომანქანიდან გადმოსულმა სამართალდამცველმა ბრალდებულებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ. დავით ბ-მ, ჯაბა ლ-მ და დავით მ-მ სამართალდამცველს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციელმა  თავდაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.
შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ინციდენტში მონაწილე სამივე პირი ადგილზე დააკავეს",-აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ჯგუფის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics