18:16 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 12:22:54, 701 ნახვა

საზოგადოება
27 სექტემბერს რამდენიმე ავტობუსის მარშრუტი შეიცვლება

27 სექტემბერს 18:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი ნიკოლოზ ნადირაშვილისკონცერტის ჩატარებასთან დაკავშირებით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი თბილისის მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები  შეიცვლება .

კერძოდ:  № 4, 10, 90, 103, 106, 112 ავტობუსები  - იმოძრავებენ ამაღლების ქუჩამდე; № 6, 14, 31, 33, 37, 42, 46, 61, 87, 88, 140, 150 - პეტრე მელიქიშვილის ქ. - მერაბ კოსტავას ქ. -მიხეილ ჯავახიშვილის ქ. - მარჯვენა სანაპირო - ბარათაშვილის ქ. 

უკუმიმართულებით მოძრაობა განხორციელდება შემდეგნაირად: ბარათაშვილის ქ. - ბარათაშვილის ხიდი - მარცხენა სანაპირო -ბარათაშვილის ხიდი - მარჯვენა სანაპირო - მიხეილ ჯავახიშვილის ქ. - მერაბ კოსტავას ქ.;  № 20, 23, 95 - იმოძრავებს გიორგი ათონელის ქუჩის გავლით მშრალი ხიდის მიმართულებით; № 80 - იმოძრავებს ბარათაშვილის ქუჩამდე (კონკის მხარეს); №124  რუსთაველის გამზირზე  პატარა წრეზე მობრუნდება და შემდეგ  მოძრაობას კოსტავას ქ. - ჭოველიძის ქ. - ბარნოვის ქ. - მაყაშვილის ქ. - პ. კაკაბაძის ქ. -ჭონქაძის ქ. - ამაღლების ქ. მიმართულებით გააგრძელებს.    უკუმიმართულებით: ამაღლების ქ. - ჭონქაძის ქ. - პ. კაკაბაძის ქ. - მაყაშვილის ქ. -ზანდუკელის ქ. - ბარნოვის ქ. - შანიძის ქ. - მელიქიშვილის ქ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics