16:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 10:41:48, 2044 ნახვა

ომი უკრაინაში
საფრანგეთი პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, სადაც Covid-19-ის შემთხვევათა რაოდენობამ 2-მილიონს გადააჭარბა

საფრანგეთი გახდა ევროპაში პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 2-მილიონს გადააჭარბა.

ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 2,036,755 შემთხვევაა გამოვლენილი და მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.

ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვმა 45 ათასს გადააჭარბა.

ამ დროისთვის, ევროპაში კორონავირუსის გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობა 14.5 მილიონს შეადგენს. ევროპის რეგიონი პანდემიამ მსოფლიოში ყველაზე მეტად დააზარალა. საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 26%-ზე მეტი სწორედ ევროპაზე მოდის.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics