16:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-17 12:31:31, 1145 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილ 12 წლის მოზარდს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა - მიმდინარეობს შიდა სამედიცინო მოკვლევა

კორონავირუსით გარდაცვლილ 12 წლის მოზარს მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, - ამის შესახებ ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორმა, თამარ ბახტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 12 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე მიმდინარეობს შიდა სამედიცინო მოკვლევა.

„გუშინ ღამის საათებში შემოყვანილი იქნა 12 წლის გოგონა მძიმე მდგომარეობაში, კლინიკაში ჩატარებული ტესტირების შედეგად მას დაუდასტურდა კორონავირუსი. მას საკუთარი, ქრონიკული მძიმე მდგომარეობის გამო ესაჭიროებოდა დიალიზის ჩატარება, ასევე უნდა ითქვას, რომ დარღვეული იყო კლინიკურ-ლაბორატორიული პარამეტრები. პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემდეგ, გამოძახებულ იქნა კატასტროფის მედიცინის ბრიგადა და მოხდა რეფერირება თბილისში, სპეციალურ კლინიკში. სამწუხაროდ, ტრანსპორტირების განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და კოპიტნართან დაფიქსირდა გარდაცვალება.

შიდა სამედიცინო მოკვლევა მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით რეგულირები სააგეტოდან არ მოუმართავთ“, - განაცხადა თამარ ბახტაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics