12:31 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-13 21:52:08, 687 ნახვა

კომენტარი
ელენე ხოშტარია - დიალოგი, რომელიც მმართველ პარტიასთან შედგა, ხალხის დამსახურებაა

„დიალოგი, რომელიც მმართველ პარტიასთან შედგა, ხალხის დამსახურებაა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ სიტუაცია ჩახრებოდა ხელისუფლება შეიძლება არც მოსულიყო დიალოგზე.

„თავისთავად დიალოგი, ის, რომ მმართველ პარტიას მოუწიათ მოსვლა და დაჯდომა ოპოზიციასთან არის ხალხის დამსახურება, პატარა მაგრამ უკვე ხალხის აქტიურობის შედეგი.

როდესაც აქციაზე ჩვენ საერთო ოპოზიციური განცხადება გავაცანით ხალხს ვუთხარით, რომ ამ სამ საკითხზე – ხელახალი არჩევნები, პოლიტპატიმრები და ახალი ადმინისტრაცია, ის კი არ იყო, რომ ვიღაცამ დაგვიძახა დიალოგზე, ხალხმა მოითხოვა დიალოგი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით.

ისინი უყურებდნენ, თუ ჩაცხრება სიტუაცია, მაშინ შეიძლება, საერთოდ არც კი დამსხდარიყვნენ ამ დიალოგზე“ , - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics