|
2015-09-24 14:23:50, 405 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: უკრაინისგან ველოდებით პასუხს, ნამდვილად მიიღო თუ არა სააკაშვილმა მოქალაქეობა
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, როგორც კი ქართული მხარე დარწმუნება, რომ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, მას კონსტიტუციის თანახმად საქართველოს მოქალაქობა შეუწყდება. წულუკიანის ინფორმაციით, ქართული მხარე ამჟამად, მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლებისგან პასუხს ელოდება. „ჩვენ ამჟამად უკრაინის ხელისუფლებისგან ველოდებით პასუხს ნამდვილად მიიღო თუ არა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა. ეს ალბათ ასეც არის, რადგან პოროშენკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება. თუმცა, უნდა გამოირიცხოს ყველანაირი რისკი, რომ ეს მოქალაქეობა ძალაში არ შესულა. ოდესის გუბერნატორი უცნაური განცხადებებით გამოირჩევა, რომლის საფუძვლიანობის შემოწმება არავის ძალუძს. ამიტომ, ჩვენ როგორც კი დავრწმუნდებით, რომ მან მოქალაქეობა მიიღო და უკვე საბუთებიც აქვს, რა თქმა უნდა მას მყისიერად შევუწყვეტთ საქართველოს მოქალაქეობას, რადგან ასეთია ქართული კონსტიტუცია და ქართული კანონი“, - აღნიშნა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)