|
2015-09-24 10:09:21, 436 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: საქართველოს MAP-ი არ სჭირდება, მას იმაზე მეტი ინსტრუმენტი აქვს, ვიდრე რომელიმე MAP-ის მქონე ქვეყანას
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს ამოცანა არა MAP-ი, არამედ ნატოში გაწევრიანებაა. ამის შესახებ ხიდაშელმა „მაესტროს ფაქტორში“ ჩართვისას განაცხადა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, საქართველოს 10-ჯერ და 20-ჯერ მეტი ინსტრუმენტი აქვს, ვიდრე რომელიმე MAP-ის მქონე ქვეყანას. „ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, როგორც თავდაცვის მინისტრის, მე ვფიქრობ რომ MAP-ი საქართველოს არ სჭირდება. საქართველოს აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი აქვს და ეს ინსტრუმენტები ყოველდღიურად იზრდება. საქართველოს იმაზე ათჯერ და ოცჯერ მეტი ინსტრუმენტი აქვს, ვიდრე რომელიმე აქამდე MAP- ის მქონე ქვეყნას აქვს. MAP-ს აქვს მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა. დღემდე MAP-ი საკრალური ცნება გახდა და ქართველებისთვის შეიძინა წმინდა წყლის პოლიტიკური დატვირთვა“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა. თავდაცვის მინისტრის შეფასებით, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია უსაფრთოების გარანტიები ვიდრე MAP-ი. „ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის MAP-ზე უფრო მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გარანტიები მივიღოთ. ეს როგორ უნდა მივიღოთ? ჩვენ უნდა დავდგეთ ნატო-ს წევრობის გზაზე. ჩვენ ამ გზაზე არ ვდგავართ. იმიტომ რომ ჩვენ ახლა MAP-ის გზაზე ვდგავართ და ეს შუალედური რგოლი უნდა ამოვიღოთ“,-აღნიშნა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)