18:06 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 11:07:13, 749 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროში ახალი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პორექტზე იმსჯელეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ახალი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტის შესახებ იმსჯელეს.

მინისტრის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, ახალი კოდექსით არსებული სანებართვო სისტემა  სრულად დააკმაყოფილებს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს. დოკუმენტის მეშვეობით საზოგადეობას  საშუალება მიეცემა ჩაერთოს გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და ნებართვის გაცემის ყველა ეტაპში.

შეხვედრა მიზნად ისახავდა დაინტერესებული მხარეების ჩართვას კოდექსის შემუშავების პროცესში და შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენას. პროექტი ,,მწვანე ეკონომიკა აღმოსავლეთ სამეზობლოში“ (Eap GREEN) პროგრამის მეორე კომპონენტის ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური დახმარებითა და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ტექნიკური მხარდაჭერით შემუშავდა.

„ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი საქართველოსთვის. ნებისმიერ თანამედროვე სახელმწიფოში  სამომავლო  განვითარების გეგმის შემუშავებამდე ხდება გარემოსდაცვითი კომპონენტის გათვალისწინება და გარემოზე შესაძლო ზიანის განსაზღვრა.  ეს დოკუმენტი ასახავეს თუ როგორ უნდა მოხდეს სწორად გარემოსდაცვითი შეფასება“, - განაცხადა საერთაშორისო ექსპერტმა ანიჟიენ როშკამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics