17:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 09:36:21, 570 ნახვა

საზოგადოება
ფოთის ქუჩებში სანიაღვრე არხების გაწმენდა მიმდინარეობს

ფოთში სანიაღვრე არხების გაწმენდა ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტია,რომლის ინტენსიური განხორციელება ქუჩებისა და ეზოების დატბორვის საწინააღმდეგოდაც არის მიმართული, რადგანაც ქალაქის კლიმატისათვის დამახასიათებელი ხშირი ნალექების გამო,სანიაღვრე არხები ჩვეულებრივზე მეტი ინტერვალით ხდება მოსაწესრიგებელი.

ფოთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად, ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ადგილობრივ ბიუჯეტში ორასოცი ათასი ლარი აქვს გამოყოფილი.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ პ ს ,,ტოტალი'' ასრულებს. ამ ეტაპზე ექვსიათას ორასი მეტრი სიგრძის არხია გაწმენდილი.

 სამუშაოები მიმდინარეობს ბერდიანსკის, ტექსელის, ფალიაშვილისა და კონსტიტუციის ქუჩებზე, ოცამდე ქუჩაზე კი ნატანი მასისა და საოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან უკვე გაიწმინდა არხები. სამუშაო პროცესში მექანიზაცია და ტექნიკაა ჩართული.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics