|
2020-10-31 15:09:35, 1267 ნახვა
ივანე მაჭავარიანი: არჩევანი, რომელიც გავაკეთე, ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ აღდგენასა და სწრაფ განვითარებას
არჩევანი, რომელიც გავაკეთე, ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ აღდგენასა და სწრაფ განვითარებას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, რომელმაც საკუთარი არჩევანი #6 ჩუღურეთის ოლქში დააფიქსირა. მისი თქმით, იმ გამოწვევების პირობებში, რომელშიც დღეს იმყოფება მსოფლიო და რეგიონი, ქვეყანას სჭირდება მშვიდი და გაწონასწორებული, განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფლება. „ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, ვის მივეცი ხმა, მაგრამ გეტყვით რატომ გავაკეთე ეს არჩევანი - იმიტომ, რომ ამ რთულ მდგომარეობაში, რომელშიც მსოფლიო და რეგიონი იმყოფება, ქვეყანას სჭირდება მშვიდი და პრაგმატული ხელისუფლება. სწორედ ამიტომ, ხმა მივეცი სიმშვიდეს, გაწონასწორებულობას, პრაგმატიზმს, რაც აუცილებელია იმ ტურბულენტურ პერიოდში, რომელშიც არა მარტო ჩვენი ქვეყანა და ჩვენი რეგიონი, არამედ მთელი მსოფლიო იმყოფება. შესაბამისად მგონია, რომ ის არჩევანი, რომელიც, გავაკეთე ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)