17:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-22 18:26:36, 561 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა შს მინისტრს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურა, ფუნქცია-მოვალეობები, ამოცანები, სტრატეგიული განვითარების გეგმა, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნეს.

შს მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს, კონკრეტულ მიმართულებებზე დავალებები მისცა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შს მინისტრის მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი, სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსი გრიგოლ ბერულავა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსი თემურ კვანტალიანი, სასაზღვრო პოლიციის კავშირგაბმულობის სამმართველოს უფროსი მიხეილ ქავთარაძე და სახმელეთო საზღვრის დაცვის სამმართველოს უფროსი ვახტანგ დათუნაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics