|
2015-09-22 17:44:09, 381 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის ელჩები ვიზალიბერალიზაციის გეგმის შესრულების პროგრესს დადებითად აფასებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ძირითადი განსახილველი თემები იყო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი. მთავრობის მეთაურმა სამუშაო სადილზე დიპლომატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უკვე წარმატებით განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული გზის ერთგულია, თუმცა ამავდროულად, დიდ ყურადღებას უთმობს პრაგმატულ, კონსტრუქციულ სამეზობლო პოლიტიკას. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)