00:47 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-22 14:33:46, 348 ნახვა

პოლიტიკა
ჯანი ბუკიკიო: დარწმუნებული ვარ, მთავრობა შესაბამის ზომებს მიიღებს მოსამართლეებისა და მათი ოჯახების დასაცავად

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს აზრით, საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და მათ ოჯახებს ნებისმიერი სახის ზეწოლისა და ძალადობისაგან დაიცავს.

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და შესასრულებლად სავალდებულო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებამ არ შეიძლება გამოხატოს კრიტიკული შეხედულება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. თუმცა, ასეთი კრიტიკა უნდა მოექცეს  სამართლებრივ და ურთიერთპატივისცემის ჩარჩოებში. მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების პირად ცხოვრებას პატივი უნდა სცენ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჭირო ზომებს მიიღებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და მათი ოჯახების რაიმე დევნისგან დასაცავად“, - განაცხადა ბუკიკიომ.

მისივე თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში საკონსტიტუციო სასამართლოს მისიაა ქვეყანაში კონსტიტუციის უზენაესობა უზრუნველყოს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics