|
2015-09-21 18:45:09, 431 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი: მმართველ გუნდში სულ უფრო მეტია მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც შეცდომას აღიარებს
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მმართველ გუნდში დღითიდღე მატულობს იმ მაღალი თანამდებობის პირების რიცხვი, რომლებიც აღიარებენ, რომ ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკიდან გამოყოფის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება არასწორია. თუმცა, აბაშიშვილის თქმით, ახლა მთავარია ეროვნული ვალუტის კურსთან მიმართებაში სტაბილურობის შეგრძნება გაჩნდეს. ამიტომ, აბაშიშვილის მოსაზრებით, მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტომ კოორდინირებულად უნდა იმუშაონ და საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ. „ფაქტია, რომ შეცდომა იქნა დაშვებული. ფაქტია, რომ მმართველ გუნდში სულ უფრო მეტია მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც შეცდომას აღიარებს სხვადასხვა ფორმით. იყო ვიცე–პრემიერის, ფინანსთა მინისტრის განცხადებები. დღეს კიდევ ერთი მინისტრის განცხადება ვნახეთ ამასთან დაკავშირებით. მაგრამ საზოგადოებისთვის ეს ნაკლებად საინტერესოა, რა შეცდომა იქნა დაშვებული 2 კვირის წინ, ან რა იყო ამ შეცდომის მოტივი. საზოგადოებისთვის ახლა მთავარია, სტაბილურობის შეგრძნების გაჩენა, განსაკუთრებით ეროვნული ვალუტის კურსთან მიმართებაში, რათა მათი დანაკარგები არ გაიზარდოს“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)