|
2015-09-21 16:20:03, 373 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის ახალ მრჩეველთა მისიაში საქართველოს 5 ოფიცერი ჩაერთვება
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებულ ევროკავშირის ახალ სამხედრო მრჩეველთა მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები 5-კაციანი შემადგენლობით ჩაერთვებიან. აფრიკაში გამგზავრებამდე სამხედროებს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მისი მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დაესწრნენ. „საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ წამოწყებული ნებისმიერი ქმედების თანამონაწილეა, რომელიც მსოფლიო უსაფრთხოებასა და მშვიდობას უზრუნველყოფს. ეს წლების განმავლობაში ჩვენი მოქმედებებით ძალიან ბევრჯერ დადასტურდა, დაწყებული კოსოვოდან, სადაც პირველი მისია წავიდა. ცენტრალურ აფრიკაში და მალიში იმყოფედნენ ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. მათ ფრანგებთან და გერმანელებთან ერთად სრული მისია მოიხადეს. დღეს, როდესაც მისიის ტრანსფორმაცია მოხდა, შესაძლებლობების ფარგლებში, კვლავ ვეხმარებით ოპერაციის წარმატებას“,- განაცხადა ხიდაშელმა. გენერალური შტაბის უფროსმა კი ყურადღება მისიაში ქართველი სამხედროების მთავარ ფუნქციებსა და ამოცანებზე გაამახვილა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)