13:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-22 10:38:48, 472 ნახვა

კომენტარი
ოკუპირებული აფხაზეთი - პირი, რომელიც ზუგდიდში ბანკს თავს დაესხა, ე.წ. საზღვარს ვერ გადაკვეთს

ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის, კონსტანტინე ფილიას განცხადებით, პირი, რომელიც ზუგდიდში ბანკს თავს დაესხა, აფხაზეთის საზღვარს ვერ გადაკვეთს.

ამის შესახებ ინფორმაციას Sputnik-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა აცხადებს, საბჭოს არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ზუგდიდიდან თავდამსხმელის ავტომობილი აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილდება.

ცნობისთვის, გუშინ შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდის ბანკში 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. დღის მეორე ნახევარში, მან მძევლ;ების თავისუფლების სანაცვლოდ  ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა. მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დაახლოებით 22:00 საათზე, თავდამსხმელმა სამი მძევლის თანხლებით ბანკის შენობა დატოვა. ამ დროისთვის თავდამსხმელის ადგილსამყოფელი უცნობია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics